VR Holding აგრძელებს თანამედროვე უბნის, „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ განვითარებას

ჩვენ ვქმნით პრემიუმ კლასის საცხოვრებელ უბანს გრიგოლ ვოლსკის ქუჩაზე, სადაც თანამედროვე გეგმარება, კომფორტი და მაღალი ხარისხი ერთიანდება. „კრწანისი რესორტ რეზიდენსი“ არის პირველი რესორტული ტიპის დასახლება დიპლომატიურ უბანში, სადაც მაცხოვრებლებს დახვდებათ სუფთა ჰაერი, სიმშვიდე და ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემო — სწორედ ეს არის ჩვენი პროექტის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება.

პროექტი 20 ჰექტარზეა გაშენებული თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და ისტორიულ უბანში — კრწანისში. თავისუფლების მოედნიდან მხოლოდ 6 კილომეტრში და აეროპორტიდან 17 კილომეტრში მდებარე კომპლექსიდან იშლება უნიკალური პანორამული ხედები დედაქალაქზე.

პროექტის კონცეფცია და დიზაინი მთლიანად ჩვენს მაღალკვალიფიციურ საპროექტო ჯგუფს ეკუთვნის. განსაკუთრებული ლანდშაფტის დიზაინი და მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა ამ პროექტს აშკარად გამოარჩევს სხვებისგან. აქ საცხოვრებელი ზონა სრულადაა შერწყმული საგანმანათლებლო, სპორტულ, სარეკრეაციო და გასართობ ინფრასტრუქტურასთან, რაც მაცხოვრებლებს ახალ, უფრო მაღალი სტანდარტის ცხოვრებას სთავაზობს.

მთლიანი ტერიტორიის 70% რეკრეაციული სივრცეებითაა დაფარული: საცურაო აუზები, ფიტნეს დარბაზები, საჯინიბო, მინი გოლფის მოედნები, ჩოგბურთის და პადელის მოედნები, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები. ამ ყველაფერს ემატება საგანმანათლებლო სივრცე და კომერციული ზონა, სადაც განთავსდება ჰიპერმარკეტი, კაფეები, სალონები, მაღაზიები, სამუშაო სივრცეები, დახურული აუზი და ფიტნეს ცენტრი.

ჩვენი დევიზია ისუნთქე, იცხოვრე, დაისვენე“ — სწორედ ამიტომ გთავაზობთ კომფორტულ, უსაფრთხო, უმაღლესი ხარისხისა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს, სადაც ცხოვრებაც სიამოვნებაა და დასვენებაც.